სერვისი მუშაობს სატესტო რეჟიმში. შეფერხებების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ.

სიახლეები:

21 მარტი 2012

საგადასახადო კოდექსში და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომელთა შესაბამისადაც აღდგა კომერციული ბანკების ინტერესები იპოთეკის/გირავნობის რიგითობის წესთან დაკავშირებით. საგადასახადო ორგანოსათვის და ბანკებისათვის იპოთეკა/გირავნობის რიგითობისათვის განმსაზღვრელია საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

21 მარტი 2012

სასამართლოში სასარჩელო წარმოების დაწყებისათვის ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა მოსარჩელე მხარემ უზრუნველყოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხე მხარეებისათვის ჩაბარების უზრუნველყოფა. თუ მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფს სასამართლოსათვის მიმართვიდან 45 დღის ვადაში მოპასუხე მხარისათვის სარჩელის ჩაბარებას, სასარჩელო წარმოება შეწყდება.

21 მარტი 2012

შპს "დავების განმხილველმა ცენტრმა“ დაიწყო დავების ალტერნატიული განხილვის ერთ–ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმის – მედიაციის შეთავაზება.

05 აპრილი 2012

ელექტრონული ფოსტის მისამართზე დოკუმენტაციის მიწოდება ითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სათანადო ფორმით განხორციელებულ ჩაბარებად, თუ არსებობს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გზავნილის ჩაბარების ელექტრონული ფორმით მიღებული დასტური.