რეგისტრაცია არის უფასო და ხორციელდება ერთჯერადად. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ საშუალება შეიძინოთ თქვენთვის საინტერესო მომსახურება.
საპროცესო აგენტის ან ელექტრონული ფოსტის მომსახურების შესყიდვისას მიიღებთ ელ. ფოსტის მისამართს, რომელიც შედგება პირის პირადი ან კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრისაგან. მაგ: 01234567890@communicator.ge. საპროცესო აგენტის მომსახურების შესყიდვისას თქვენ ასევე იღებთ ელ. ფოსტასაც დამატებითი საზღაურის გადახდის გარეშე.
ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, თქვენს მიერ შესყიდული მომსახურების სტატუსი იცვლება და ხდება პასიური, იმ შემთხვევაში თუ გსურთ მომსახურების კვლავ გააქტიურება შეგიძლიათ თქვენივე ანგარიშიდან გადაიხადოთ თანხა და თქვენთვის სასურველი ვადით გააგრძელოთ.