საგადასახადო კოდექსში და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომელთა შესაბამისადაც აღდგა კომერციული ბანკების ინტერესები იპოთეკის/გირავნობის რიგითობის წესთან დაკავშირებით. საგადასახადო ორგანოსათვის და ბანკებისათვის იპოთეკა/გირავნობის რიგითობისათვის განმსაზღვრელია საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
სასამართლოში სასარჩელო წარმოების დაწყებისათვის ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა მოსარჩელე მხარემ უზრუნველყოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხე მხარეებისათვის ჩაბარების უზრუნველყოფა. თუ მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფს სასამართლოსათვის მიმართვიდან 45 დღის ვადაში მოპასუხე მხარისათვის სარჩელის ჩაბარებას, სასარჩელო წარმოება შეწყდება.
შპს "დავების განმხილველმა ცენტრმა“ დაიწყო დავების ალტერნატიული განხილვის ერთ–ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმის – მედიაციის შეთავაზება.