საპროცესო აგენტად არჩევით თქვენ გვაძლევთ უფლებამოსილებას თქვენი სახელით მივიღოთ იურიდიული დოკუმენტები, მათ შორის თქვენი კონტრაგენტისაგან, ხოლო კონტრაგენტის მიერ სასამართლო დავის დაწყების შემთხვევაში ასევე სასამართლოსგან, არბიტრაჟისგან, აღმასრულებლისაგან, სხვა სახელმიწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან.
თქვენს სასარგებლოდ დოკუმენტებს მივიღებთ ჩვენს ოფისში ან ელეტრონული ფოსტის მისამართზე. თქვენ ჩვენი მომსახურების გამოყენებით დროულად მიიღებთ ინფორმაციას მოსალოდნელი ან არსებული სასამართლო პროცესის შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ დროულად ჩაერთოთ ამ პროცესში და განახორციელოთ თქვენი უფლებების დაცვა. ჩვენ გვევალება დროის გაჭიანურების გარეშე მოგაწოდოთ თქვენს სასარგებლოდ მიღებული დოკუმენტაცია.
სასამართლოში პროცესის დაწყებისა და წარმართვისათვის, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კრიტიკულია დოკუმენტაციის (სარჩელის, გზავნილების) მოპასუხისათვის ჩაბარების უზრუნველყოფა, რაც ხშირად რთულია და იწვევს ხარჯისა და სასამართლო განხილვისა დროის გაზრდას. საპროცესო აგენტის მომსახურების შესყიდვა გაძლევთ საშუალებას მეორე მხარეს იურიდიული დოკუმენტაცია ჩააბაროთ საპროცესო აგენტის მეშვეობით და ამით თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები და ამავე დროს დაზოგოთ დრო.
საპროცენტო აგენტის მომსახურების შესყიდვის მიზნით თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია
რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეიქმნება თქვენი გვერდი, რომელშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ იდენტიფიკატორისა და პაროლის გამოყენებით. აქ თქვენ შეგიძლიათ შეისყიდოთ, როგორც საპროცესო აგენტის მომსახურება კონკრეტული ხელშეკრულებ(ებ)ისათვის, ასევე შეგიძლიათ შეისყიდოთ კომუნიკატორის სხვა ძირითადი და დამატებითი მომსახურებები, გაეცნოთ თქვენს სასარგებლოდ გამოგზავნილ ფოსტას და ა.შ..
საპროცესო აგენტის მომსახურების შესყიდვასთან ერთად თქვენ იღებთ ელექტრონულ საფოსტო ყუთს, რომლის მისამართი იქნება თქვენი საიდენტიფიკაციო ნომერი @communicator.ge. ელექტრონული ფოსტა შეზღუდულია და მისი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ იურიდიული ხასიათის დოკუმენტების მისაღებად.
იდენტიფიკატორი და პაროლი თქვენი კუთვნილებაა და გეკრძალებათ მესამე პირისათვის მათი გამჟღავნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას მესამე პირთა მიერ თქვენ გვერდზე არასანქცირებული წვდომით გამოწვეულ შედეგებზე.
საპროცესო აგენტი დოკუმენტებს მიიღებს, როგორც საფოსტო გზავნილით თავის მისამართზე ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას #71, ოფისი 35/1, სართული 1, ასევე მიიღებს ელექტრონული ფოსტით მისამართზე processagent@communicator.ge.
საპროცესო აგენტის მომსახურებით გექნებათ საშუალება თქვენს სასარგებლოდ ფოსტა მიიღოთ ხელიდან ხელში, ელექტრონული ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. კურიერის ხარჯი გეკისრებათ თქვენ.