კომუნიკატორის მომსახურების პირობები
განსაზღვრებები:
- “კომუნიკატორი“ ნიშნავს შპს ,კომუნიკატორს“, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია 404913297;
- “საპროცესო აგენტი“ ნიშნავს შპს ,კომუნიკატორს“;
- “კლიენტი“ ნიშნავს პირს რომელიც უერთდება ხელშეკრულებას ერთი ან რამდენიმე
მომსახურების შესყიდვის მიზნით;
- “მომსახურება“ ნიშნავს ნებისმიერ მომსახურებას რომელსაც შეისყიდის კლიენტი;
- “წევრი“ ნიშნავს კომუნიკატორის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული
ფოსტით მოსარგებლე კლიენტს.
მუხლი 1. წინამდებარე პირობების აღიარება და მიღება
1.1. მომსახურებ(ებ)ის მიწოდება კლიენტისათვის ხორციელდება წინამდებარე
დოკუმენტში მოცემული პირობების შესაბამისად ყოველგვარი მოდიფიკაციების გარეშე, კლიენტის მიერ მასზე თანხმობის განცხადების საფუძველზე.
1.2. კლიენტის მიერ მომსახურების პირობებზე თანხმობა
განცხადებულად ითვლება ერთ–ერთი შემდეგი ფორმით:
ა) ვებგვერდზე www.communicator.ge მომსახურების პირობებზე თანხმობის მიცემით, ან
ბ) კომუნიკატორის ერთ–ერთი მომსახურების შესყიდვის განხორციელებით.
მუხლი 2. მომსახურებები
2.1. საპროცესო აგენტის მომსახურება
2.1.1. საპროცესო აგენტის მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს
კლიენტებს შორის კომუნიკატორის მომსახურების შესყიდვაზე
შეთანხმებითა და საპროცესო აგენტისათვის იმ ხელშეკრულების მონაცემების მიწოდებით, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა მომსახურების შესყიდვა..
2.1.2. კომერციული (სამოქალაქო) სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეები საპროცესო
აგენტის მომსახურების შესყიდვით კომუნიკატორს ანიჭებენ უფლებამოსილებას ორივე ან
ერთ–ერთი მხარის სახელით, როგორც მისმა წარმომადგენელმა პირმა მიიღოს
შეტყობინებები/საფოსტო გზავნილები ხელშეკრულების მეორე მხარისაგან, ასევე
ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის წარმოშობის შემთხვევაში ამ დავის ფარგლებში
საარბიტრაჟო სასამართლოსგან, სასამართლოსგან, საღსრულებო ბიუროსგან, კერძო
აღმასრულებლისგან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან და პირისგან.
2.1.3. კომუნიკატორის მიერ 2.1.2. პუნქტის შესაბამისად შეტყობინების/საფოსტო გზავნილის
მიღებას სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარე (შეტყობინების/საფოსტო გზავნილის
ადრესატი) აღიარებს შეტყობინების/საფოსტო გზავნილის მის მიერ მიღებად.
2.1.4. საპროცესო აგენტის მომსახურება მოიცავს:
2.1.4.1. ვებგვერდზე www.communicator.ge კლიენტის გვერდის შექმნას. ამ გვერდზე
მოცემულია: ა) იმ ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელთან დაკავშირებითაც მოხდა მომსახურების შესყიდვა
ბ) მიღებული და გაგზავნილი შეტყობინებები/საფოსტო გზავნილები; გ) ელექტრონული
საფოსტო ყუთი.
2.1.4.2. ელექტრონული ფოსტის გახსნა, სარგებლობაში გადაცემა და მომსახურება.
კლიენტს საპროცესო აგენტის მომსახურების შესყიდვისას, აუცილებელი წესით, როგორც
მომსახურების ნაწილი, გაეხსნება და სარგებლობაში გადაეცემა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა
ამგვარი ელ. ფოსტით უკვე სარგებლობს) ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტა
შეიქმნება შემდეგი კონფიგურაცით:
(1) ფიზიკური პირის შემთხვევაში: პირადი ნომერი@communicator.ge – იურიდიული პირის შემთხვევაში: საგადასახადო კოდი@communicator.ge – არარეზიდენტი პირის შემთხვევაში: იდენტიფიკატორი@communicator.ge, სადაც იდენტიფიკატორს წარმოადგენს პირის საიდენტიფკაციო ნომერი. ან
(2) კლიენტების შეთანხმებით განსაზღვრული კონფიგურაცია, თუ ის მისაღები იქნება საპროცესო აგენტისათვის.
2.1.4.2.1. მოცემული ელექტრონული ფოსტა განკუთვნილია:
ა) კომუნიკატორის წევრთა შორის ელექტრონული ფოსტით ოფიციალური დოკუმენტების
გაცვლისათვის;
ბ) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის განხილვასა და აღსრულებაში ჩართული
პირებისაგან (არბიტრაჟი, სასამართლო, აღმასრულებელი, უზრუნველყოფის საგნის
რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირი (სპეციალისტი), და სხვ.) ელექტრონული ფოსტის
მიღებისათვის.
2.1.4.2.2. თუ საპროცესო აგენტსა და კლიენტებს შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, კომუნიკატორი ცალმხრივად განსაზღვრავს ელექტრონული ფოსტით სარგებლობის პირობებს და შეზღუდვებს, იმ გამონაკლისის გარდა, რომ შეზღუდვა არ შეხება
კომუნიკატორის წევრთა შორის ელექტრონული ფოსტით შეტყობინებების გაგზავნას word- ის ფორმატით, excel-ის ფორმატით, PDF ფორმატით იმ პირობით, რომ, ერთი ელექტრონული
შეტყობინებით მიწოდებული ფაილის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 10მბ-ს.
2.1.4.2.3. კლიენტს აქვს შესაძლებლობა ელექტრონულ ფოსტაზე მიღებულ გზავნილებს
ავტომატური გადამისამართება გაუკეთოს სხვა პირად ელექტრონულ ფოსტაზე, რისთვისაც
საჭიროა კომუნიკატორის ვებგვერდზე www.communicator.ge კლიენტის სხვა სარეგისტრაციო
მონაცემებთან ერთად სხვა პირადი ელექტრონული ფოსტის მითითება. კლიენტს ასევე აქვს
შესაძლებლობა ელექტრონული ფოსტის ჩაშენება მოახდინოს მის პერსონალურ
კომპიუტერში ვებგვერდზე www.communicator.ge მოცემული ინსტრუქცის მიხედვით.
2.1.4.2.4. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტებს შორის საპროცესო აგენტის მომსახურებაზე შეთანხმებით, რომელიც ამავდროულად მისაღები უნდა იყოს საპროცესო აგნეტისათვის, სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, კომუნიკატორი კლიენტს ელექტრონული ფოსტის გახსნისა და სარგებლობისათვის გადაცემის შესახებ აცნობებს ვებგვერდზე www.communicator.ge კლიენტის სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით, რომლითაც მოხდება ელ.ფოსტის მისამართის, მომხმარებლის და პაროლის მიწოდება. ეს ინფორმაცია კლიენტს შესაძლოა ასევე მიეწოდოს იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მითითებული იქნა www.communicator.ge კლიენტის სარეგისტრაციო მონაცემებში.
2.1.4.2.4.1. კლიენტებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ მუხლის 2.1.4.2.4. პუნქტისაგან განსხვავებულ წესზე, იმ პირობით, რომ ეს წესი მისაღები იქნება საპროცესო აგენტისათვისაც.
2.1.4.3. კანცელარიის მომსახურება.
კომუნიკატორი უზრუნველყოფს თავის ბიზნეს მისამართზე ქ. თბილისი ტეტელაშვილის ქუჩა #8 სართული 1, სამუშაო დღეებში 10 სთ–დან 17.30 სთ–მდე პერიოდში კლიენტის სახელით, როგორც მისმა წარმომადგენელმა – საპროცესო აგენტმა მიღოს 2.1.2.–ე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფოსტო გზავნილი. კომუნიკატორი საფოსტო გზავნილის მიღების ფაქტს ასახავს ვებგვერდზე www.communicator.ge კლიენტის გვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს სურს მიიღოს ფოსტა, ის უნდა გამოცხადდეს კომუნიკატორის ოფისში მისამართზე ქ. თბილისი, ტეტელაშვილის ქუჩა #8, სართული 1, სამუშაო დღეებში 10 სთ–დან 17.30 სთ–მდე პერიოდში ან ვებგვერდზე www.communicator.ge გადახდის სისტემის გამოყენებით შეისყიდოს საკურიერო მომსახურება, რის შემდეგაც კომუნიკატორი განახორციელებს მიღებული ფოსტის გაგზავნას კლიენტის იმ მისამართზე რომელიც მითითებულია ვებგვერზე მის სარეგისტრაციო მონაცემებში ან კლიენტის მიერ მითითებულ სხვა მისამართზე. თუ კლიენტი არ გამოცხადდება კომუნიკატორის ოფისში ფოსტის მისაღებად ან ვერ მიღებს კომუნიკატორის მიერ გაგზავნილ საფოსტო გზავნილს, კომუნიკატორი პასუხს არ აგებს ფოსტის გადაუცემლობის შესაძლო შედეგებზე და არც იმ ზიანზე რაც შეიძლება მიადგეს კლიენტს. საკურიერო ხარჯი შესაძლოა დაფაროს ფოსტის მხარისათვის მიწოდებაზე დაინტერესებულმა პირმა.
2.1.4.3.1. ვებგვერდზე www.communicator.ge კლიენტის სარეგისტრაციო მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების, განსაკუთრებით კი სახელის, გვარის, ელ.ფოსტის მისამართის, ადგილსამყოფელის, მობილური ტელეფონის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კომუნიკატორის ვებგვერდზე თავის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის გზით, ან კომუნიკატორისათვის დაზღვეული ფოსტის გაგზავნით, ან კომუნიკატორის ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@communicator.ge ელექტრონული ფოსტის გაგზავნით კომინიკატორის მიერ მისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული ელ. ფოსტიდან. ამ ვალდებულების დარღვევის გამო, თუ კლიენტი ვერ მიღებს SMS შეტყობინებას, ელექტრონულ ფოსტას, ან საფოსტო გზავნილს, ამისათვის კომუნიკატორს პასუხისმგებლობა არ წარმოეშობა, მათ შორის იმ ზიანზე რაც მიადგა კლიენტს.
2.1.4.3.2. კომუნიკატორს შეუძლია, მაგრამ არ ევალება, ის გზავნილი რაც არ ჩაბარდა კლიენტს მისამართზე, გახსნას, მოახდინოს მისი სკანირება და კლიენტისათვის ელექტრონულ ფოსტაზე მიწოდება. კლიენტი თანხმობას აძლევს კომუნიკატორს გახსნას დახურული კონვერტი მიუხედავად იმისა თუ რა ინფორმაციას შეიცავს, გაუკეთოს სკანირება და გაუგზავნოს კლიენტს ელექტრონულ ფოსტაზე. კომუნიკატორი ვალდებულია დაიცვას გზავნილის შინაარსის კონფიდენციალურობა.
2.1.5. საპროცესო აგენტის მომსახურებით სარგებლობა კლიენტს შეუძლია იმ ვადით, რა ვადითაც მოახდინა მომსახურების შესყიდვა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, საპროცესო აგენტის მომსახურება გადადის პასიურ რეჟიმზე მომსახურების საზღაურის დაფარვის მომენტამდე. ანუ, საპროცესო აგენტი:
ა) ატყობინებს კლიენს სატელეფონო შეტყობინებით, ან SMS შეტყობინებით, ან ელ. ფოსტაზე წერილის გაგზავნით მომსახურების ვადის ამოწურვის შესახებ;
ბ) არ ხურავს კლიენტის ელექტრონულ ფოსტას, მაგრამ აქვს უფლება შეზღუდოს ამ ელექტრონული ფოსტის ფუნქციონირება (წერილების მიღება და გაგზავნა) დავალიანების დაფარვამდე, და ამ შემთხვევაში მეილები შესაძლებელია დაბრუნებული იქნას აღნიშვნით, დაბრუნებულია გამომგზავნზე“;
გ) იღებს კლიენტის სახელით ფოსტას, ატყობინებს ფოსტის მიღების შესახებ კლიენტს 2.1.4.3. პუნქტის შესაბამისად, მაგრამ შეუძლია არ გადასცეს თავად საფოსტო გზავნილი დავალიანების დაფარვამდე.
2.1.6. საპროცესო აგენტის მომსახურების ღირებულების გადახდა შესაძლებელია განახორციელოს 2.1.2. პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ნებისმიერმა მხარემ. კომუნიკატორი ინვოის/ფაქტურას გამოუწერს თანხის გადამხდელ პირს, როგორც მომსახურების შემსყიდველს. საზღაური არ ექვემდებარება დაბრუნებას მომსახურების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაშიც.
2.1.7. საფოსტო გზავნილებს, რომელთა კლიენტზე გადაცემაც საპროცესო აგენტმა ვერ მოახერხა, საპროცესო აგენტი ინახავს 12 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკატორმა გზავნილის კლიენტისათვის გადაცემა მოახდინა მის ელექტრონულ ფოსტაზე დოკუმენტის 2.1.4.3.2.–ე პუნქტის შესაბამისად მიწოდებით, ამგვარი დოკუმენტის შენახვა კომუნიკატორს ევალება მხოლოდ 3 თვის განმავლობაში მათი მიღების დღიდან. საპროცესო აგენტს შეუძლია ფოსტის დროულად მიუღებლობის გამო დაკისროს პირგასამტეხლო კლიენტს, თითოეული თვისათვის 1 ლარის ოდენობით.
2.1.8. საპროცესო აგენტის მომსახურების შეწყვეტა შესაძლებელია:
2.1.8.1. 2.1.2. პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ორივე მხარის თანხმობით; ან
2.1.8.2. საპროცესო აგენტის მომსახურების ვადის ამოწურვის შემდეგ კომუნიკატორის გადაწყვეტილებით, თუ მიუხედავად გაფრთხილებისა 2.1.2. პუნქტში მითითებულმა მხარეებმა არ გაგრძელეს მომსახურების შესყიდვის ვადა (არ გადაიხადეს შესაბამისი პერიოდის საფასური).
2.1.9. კომუნიკატორის მიერ კლიენტზე საკურიერო გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება:
2.1.9.1. ფიზიკურ პირის შემთხვევაში, თუ:
ა) მის მისამართად რეგისტრირებულია საცხოვრებელი ბინა – საცხოვრებელ ბინაში მყოფი
ნებისმიერი პირისათვის გზავნილი ჩაბარება იმ პირობით, რომ ჩაბარების დამადასტურებელ
დოკუმენტში მიეთითება მიმღების სახელი, ადრესატთან კავშირი, და ხელმოწერა;
ბ) მის მისამართად რეგისტრირებულია საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს სახლში
რომელსაც ჰყავს დაცვა, ან კორსიერჟი – დაცვის თანამშრომლისათვის, კონსიერჟისათვის
გზავნილის გადაცემა იმ პირობით, რომ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტში
მიეთითება მიმღების სახელი, ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება და ხელმოწერა. 2.1.9.2. იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ:
ა) მის მისამართად მითითებულია საცხოვრებელი ბინა – საცხოვრებელ ბინაში მყოფი
ნებისმიერი პირისათვის გზავნილი ჩაბარება იმ პირობით, რომ ჩაბარების დამადასტურებელ
დოკუმენტში მიეთითება მიმღების სახელი, ადრესატთან კავშირი, და ხელმოწერა;
ბ) მის მისამართად მითითებულია არასაცხოვრებელი ფართი – მისი თანამშრომლისათვის
გზავნილის ჩაბარებით იმ პირობით, რომ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტში
მიეთითება მიმღების სახელი, ადრესატთან კავშირი, და ხელმოწერა.
2.2. რეგისტრირებული ოფისი
2.2.1. კლიენტი რეგისტრირებული ოფისის მომსახურების შესყიდვით იძენს უფლებას
გამოიყენოს კომუნიკატორის ბიზნეს ოფისი, როგორც თავისი იურიდიული მისამართი ან
როგორც ალტერნატიული მისამართი, მათ შორის სამეწარმეო რესტრში რეგისტრაცის
მიზნებისათვის.
2.2.2. კლიენტს ეკრძალება რეგისტრირებული ოფისი გამოიყენოს არალეგალური და
ამორალური საქმიანობისათვის, ასევე საქმიანობისათვის რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას
კომუნიკატორის რეპუტაციას.
2.2.3. კლიენტმა თავის საქმიანობაში არ უნდა გამოიყენოს კომუნიკატორის სახელი ან
მინიშნება კომუნიკატორზე ან მის საქმიანობაზე.
2.2.4. რეგისტრირებული ოფისის მომსახურება მოიცავს 2.1.4.3. მუხლით გათვალისწინებულ
კანცელარიის მომსახურებას ამ მუხლში მოცემული პირობებით.
2.2.5. რეგისტრირებული ოფისით სარგებლობა კლიენტს შეუძლია იმ ვადით, რა ვადითაც
მოახდინა მომსახურების შესყიდვა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომუნიკატორი:
2.2.5.1. ატყობინებს კლიენს სატელეფონო შეტყობინებით, ან SMS შეტყობინებით, ან ელ. ფოსტაზე წერილის გაგზავნით მომსახურების ვადის ამოწურვის შესახებ;
2.2.5.2. ატყობინებს სამეწარმეო რესტრს, რომ კლიენტს აღარ აქვს კომუნიკატორის მიერ
მიცემული რეგისტრირებული ოფისი. მომსახურების დასრულებიდან მხოლოდ 3 თვის განმავლობაში იღებს კლიენტის სახელით ფოსტას, ატყობინებს ფოსტის მიღების შესახებ კლიენტს 2.1.4.3. პუნქტის შესაბამისად, მაგრამ შეუძლია არ გადასცეს თავად საფოსტო გზავნილი დავალიანების დაფარვამდე, ანუ მომსახურების ახალი პაკეტის შესყიდვამდე.
2.2.6. რეგისტრირებული ოფისის მომსახურების მინიმალური პაკეტი მოიცავს 1 წლის
პერიოდს. ერთი წლის ვადით მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 196 ლარით, რაც
გადახდილი უნდა იქნას მომსახურების შესყიდვასთან ერთად. საზღაური არ ექვემდებარება
დაბრუნებას მომსახურების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაშიც.
2.2.7. საფოსტო გზავნილებს, რომელთა კლიენტზე გადაცემაც კომუნიკატორმა ვერ მოახერხა, კომუნიკატორი ინახავს 2.1.7–ე მუხლის შესაბამისად. ასევე შესაძლებელია გამოყენებული
იქნას 2.1.7–ე პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის უფლება.
2.2.8. კომუნიკატორი არ მიღებს კლიენტისათვის განკუთვნილ საფოსტო გზავნილს
რომლის წონაც აღემატება 5კგ–ს, 45 სმ სიგრძეში ან სიგანეში, ასევე ცოცხალ, მალფუჭებად ან
ხიფათის შემქმნელ გზავნილს. კომუნიკატორი სრულიად თავისუფალია თვითონ
გადაწყვიტოს არ მიღოს ამგვარი გზავნილები ან დაუბრუნოს ისინი გამომგზავნს.
2.2.9. იმ შემთხვევაში თუ კომუნიკატორი მიღებს თვის განმავლობაში 5–ზე მეტ საფოსტო
გზავნილს, მას შეუძლია გაუზარდოს კლიენტს რეგისტრირებული ოფისით მომსახურების
ღირებულება.
2.2.10. იმ შემთხვევაში თუ კლიენტი არ წაიღებს ფოსტას 2.2.4–ე მუხლის შესაბამისად, ფოსტის მიღების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში, კომუნიკატორს
შეუძლია ფოსტა კლიენტის ხარჯით გაგზავნოს მის მისამართზე (იურიდიული პირის
შემთხვევაში – მის რეგისტრირებულ მისამართზე). თუ ფოსტის კლიენტისათვის ჩაბარება
ვერ მოხერხდება, კომუნიკატორს შეუძლია გზავნილის მიღებიდან 90 დღის შემდეგ გახსნას
პაკეტი/ყუთი/კონვერტი. თუ პაკეტში აღმოჩნდება დოკუმენტები, კომუნიკატორი მოახდენს
მათ სკანირებას და კლიენტის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნას, ხოლო თუ პაკეტში
აღმოჩნდება სხვა ნივთი რომელსაც აქვს საბაზრო ღირებულება, კომუნიკატორი მოახდენს
მის რეალიზაციას აუქციონის წესით უშუალოდ ან მესამე პირის მომსახურების მეშვეობით
და ამონაგებ თანხას აუქციონის ხარჯების გამოქვითვით განათავსებს სადეპოზიტო
ანგარიშზე კლიენტის მოკითხვამდე. თუ ნივთს არ ექნება საბაზრო ღირებულება ან არალიკვიდურია, კომუნიკატორს შეუძლია ის დაუბრუნოს გამომგზავნს იმის აღნიშვნით, რომ ვერ ჩაბარდა ადრესატს. 2.2.1 . რეგისტრირებული ოფისის მომსახურებაზეც ვრცელდება 2.1.4.3.1. მუხლით გათვალისწინებული პირობები.
2.2.12. კომუნიკატორის მიერ კლიენტისათვის გზავნილი გადაცემულად ჩაითვლება 2.1.9.1
და 2.1.9.2 მუხლებით გათვალისწინებული წესით გზავნილის გადაცემის შემთხვევაში.
2.3. ელექტრონული საფოსტო ყუთი
2.3.1. კლიენტი ელექტრონული საფოსტო ყუთის შესყიდვით იღებს ელექტრონული ფოსტის
მისამართს ბიზნეს ურთიერთობებში გამოყენების მიზნით.
2.3.2. კლიენტი თანახმაა საჯარო რესტრის ეროვნულმა საგენტომ მიაწოდოს
კომუნიკატორს მის შესახებ ის ინფორმაცია, რაც საჭიროა კომპანიის ვებგვერდზე კლიენტად რეგისტრაციის პროცედურის განხორციელებისა და ელექტრონული საფოსტო ყუთის
შესყიდვისთვის. კლიენტი თანხმობას აკეთებს სარეგისტრაციო განაცხადში
კომუნიკატორის ელექტრონული საფოსტო ყუთით მომსახურების სარგებლობაზე მონიშვნის
გაკეთებით.
2.3.3. კომუნიკატორი კლიენტს სარგებლობაში გადასცემს ელექტრონულ საფოსტო ყუთს. 2.3.4.კომუნიკატორი ელექტრონული ფოსტით სარგებლობისათვის კლიენტს აძლევს ,მომხმარებლის სახელს“ (იდენტიფიკატორს), რომელიც დაემთხვევა კლიენტის საიდენტიფიკაციო კოდს და პაროლს, გარდა ამ პირობების 2.1.4.2. პუნქტის მე–(2) ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. პაროლი კლიენტს მიეწოდება ამ პირობების 2.1.4.2.4. და 2.1.4.2.4.1. პუნქტებით გათვალისწინებული წესის დაცვით.
2.3.5. ელექტრონული საფოსტო ყუთით სარგებლობისათვის აუცილებელია კომუნიკატორის ვებგვერზე www.communicator.ge განთავსებულ ელექტრონულ ფოსტაში შესვლა მომხმარებლის სახელის/იდენტიფიკატორის და პაროლის მითითებით.
2.3.6. კომუნიკატორის ვებგვერდი კლიენტს მისცემს შემდეგ შესაძლებლობებს: – რედაქტირება გაუკეთოს საკუთარ ინფორმაციას, მათ შორის პაროლის; მეილზე მიღებული ფოსტა გადამისამართოს სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართზე; პერსონალურ კომპიუტერში ჩაშენოს ელ. ფოსტის (outlook) – ელექტრონულ ფოსტით მიღოს და გაგზავნოს ფაილი word ფორმატით, excel ფორმატით, PDF ფორმატით; – ელექტრონული ფოსტით მიიღოს ან გაგზავნოს ფაილი 10მბ მოცულობის ფარგლებში.
2.3.7. კლიენტმა (გარდა ფიზიკური პირისა) ელექტრონული ფოსტა არ უნდა გამოიყენოს იმ მიზნებისათვის რაც არ არის დაკავშირებული მის სამეწარმეო საქმიანობასთან.
2.3.8. კლიენტი ვალდებულია ელექტრონული ფოსტით სარგებლობისას დაიცვას შემდეგი წესები: – არ გაგზავნოს ელექტრონული ფოსტით ფაილები რომელთა მოცულობა აღემატება 10მბ-ს; – არ დაუშვას ელექტრონული ფოსტის გადავსება, ხოლო გადავსების შემთხვევაში მოახდინოს მისი გათავისუფლება ან დამატებითი სივრცის შესყიდვა; – არ გაუმჟღავნოს ელექტრონული ფოსტით სარგებლობისათვის მიღებული პაროლი მესამე პირებს; არ გადასცეს ელექტრონული საფოსტო ყუთით სარგებლობის უფლება მესამე პირს.
2.3.9. კლიენტის ელექტრონული ფოსტის გადავსების შემთხვევაში, კომუნიკატორს, იმისათვის რომ უზრუნველყოს კლიენტის ელექტრონულ ფოსტაზე მესამე პირთა ელექტრონული საფოსტო გზავნილების მიღება, შეუძლია:
2.3.9.1. ფოსტის გადავსების შესახებ მისი გათავისუფლების რეკომენდაციით გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნოს კლიენტს ელექტრონულ ფოსტაზე ან SMS შეტყობინებით;
2.3.9.2. გაფრთხილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, თუ კლიენტს არ ექნება გამოთავისუფლებული ელექტრონული ფოსტის 30%–ზე მეტი, კომუნიკატორი საფოსტო ყუთში ყველაზე ძველ საფოსტო გზავნილებს წაშლის და წაშლილ ფაილებს გადაიტანს არქივში 1 წლის ვადით. კლიენტს ექნება შესაძლებლობა აღადგინოს არქივში გადატანილი ფაილები საფოსტო ყუთში, რისთვისაც შესაძლებელია კომუნიკატორმა გადახდევინოს პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით. არქივში ერთ წელზე მეტი ვადით არსებული ფაილები კომუნიკატორს შეუძლია წაშალოს.
2.3.10. ვებგვერდზე www.communicator.ge კლიენტის სარეგისტრაციო მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების, განსაკუთრებით კი სახელის, გვარის, ელ.ფოსტის მისამართის, ადგილსამყოფელის, მობილური ტელეფონის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კომუნიკატორის ვებგვერდზე თავის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის გზით (,პროფილის რედაქტირება“), ან კომუნიკატორისათვის დაზღვეული ფოსტის გაგზავნით, ან კომუნიკატორის ელექტრონული ფოსტის მისამართზე
info@communicator.ge ელექტრონული ფოსტის გაგზავნით კომუნიკატორის მიერ
მისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული ელ.ფოსტიდან. ამ ვალდებულების
დარღვევის გამო, თუ კლიენტი ვერ მიღებს SMS შეტყობინებას, ელექტრონულ ფოსტას, ან
საფოსტო გზავნილს, ამისათვის კომუნიკატორს პასუხისმგებლობა არ წარმოეშობა, მათ
შორის იმ ზიანზე რაც მიადგა კლიენტს.
2.3.1. ბიზნეს ურთიერთობებში ელექტრონული საფოსტო ყუთით სარგებლობა კლიენტს
შეუძლია იმ ვადით, რა ვადითაც მოახდინა მომსახურების შესყიდვა. ამ ვადის ამოწურვის
შემდეგ კომუნიკატორი:
2.3.1.1. ატყობინებს კლიენტს სატელეფონო შეტყობინებით, ან SMS შეტყობინებით, ან ელ. ფოსტაზე წერილის გაგზავნით მომსახურების ვადის ამოწურვის შესახებ;
2.3.1.2. ატყობინებს სამეწარმეო რესტრს, რომ კლიენტს შეზღუდული აქვს ელექტრონული
ფოსტით სარგებლობის უფლება იმგვარად, რომ ელექტრონული ფოსტით შესაძლებელია
მხოლოდ კომუნიკატორის წევრებთან ურთიერთობა.
2.3.12. სამეწარმეო რეესტრში დაფიქსირებისა და ბიზნეს ურთიერთობებში გამოყენების მიზნით ელექტრონული საფოსტო ყუთით სარგებლობის 1 წლის პაკეტის, ისევე როგორც ერთ
წლამდე ვადით მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 5 ლარით. მომსახურების
ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს მომსახურების დაწყებამდე. საზღაური არ
ექვემდებარება დაბრუნებას მომსახურების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაშიც.
2.3.13. კლიენტს არა აქვს უფლება მომსახურებაზე უარის საფუძველზე დახუროს
ელექტრონული საფოსტო ყუთი.
2.4. კომუნიკატორის სხვა სერვისების გამოყენება
2.4.1. ნებისმიერი სხვა სერვისი როგორიცა ტელეფონი, ფაქსი, დოკუმენტის ბეჭდვა, და სხვა
მომსახურებისათვის კლიენტი იხდის საზღაურს მომსახურების მიღების მომენტში
კომუნიკატორის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
2.5. ცვლილებები მომსახურების პირობებში
2.5.1. კომუნიკატორი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები ან შეწყვიტოს მომსახურება
მთლიანად ან ნაწილობრივ, დროებით ან მუდმივად, კლიენტისათვის შეტყობინებით ან
შეტყობინების გარეშე, და არ წარმოეშობა არანაირი ვალდებულება განაახლოს ან აღადგინოს
მომსახურება, თუ კომუნიკატორსა და კლიენტ(ებ)ს შორის სხვა რამე არ იქნება შეთანხმებული.
2.5.2. დამატებითი პირობები, ან ცვლილებები მომსახურების პირობებში ძალაში შედის
კომუნიკატორის ვებგვერდზე www.communicator.ge გამოქვეყნების მომენტიდან, თუ სხვა
ვადას არ განსაზღვრავს თვითონ კომუნიკატორი, ან თუ კომუნიკატორსა და კლიენტ(ებ)ს შორის სხვა რამე არ იქნება შეთანხმებული. კლიენტი, რომელიც აღნიშნული
ცვლილებების ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ აგრძელებეს მომსახურებით
სარგებლობას, ეთანხმება რომ: (ა) მისთვის ცნობილია მომსახურების შეცვლილი პირობები;
და (ბ) ეთანხმება ხელშეკრულების შეცვლილი პირობებით გაგრძელებას.
2.5.3. კომუნიკატორს ცალმხრივად შეუძლია შეცვალოს მომსახურების ტარიფები კლიენტის
30 დღით ადრე ინფორმირებით, თუ კომუნიკატორსა და კლიენტ(ებ)ს შორის სხვა რამე არ იქნება შეთანხმებული. ინფორმირება კეთდება 2.5.2. პუნქტით გათვალისწინებული
წესით. ამასთან, არ იცვლება უკვე შესყიდული მომსახურების ტარიფი იმ პერიოდისათვის რა
პერიოდიდათაცა მომსახურება შესყიდული.
მუხლი 3. ანგარიშსწორება
3.1. საპროცესო აგენტის, რეგისტრირებული ოფისისა და ელექტრონული ფოსტის
მომსახურებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფი გადახდილი უნდა
იქნას წინასწარ, გარდა ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული შემთხვევებისა. დამატებითი მომსახურებებისათვის (საფოსტო გზავნილი, დოკუმენტის ბეჭდვა, და სხვ.)
საზღაური გადახდილი უნდა იქნას მომსახურების გაწევის მომენტში კომუნიკატორის მიერ
დადგენილი ტარიფის და გადახდის წესის შესაბამისად.
3.2. ტარიფი საპროცესო აგენტის, რეგისტრირებული ოფისისა და ელექტრონული ფოსტის
მომსახურებისათვის მოიცავს მომსახურებას არასრული და სრული ერთი კალენდალური
წლისათვის. მომსახურების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საზღაურის უკან დაბრუნება არ
ხდება.
3.3. თუ კლიენტს/წევრს აქვს რაიმე შეკითხვა კომუნიკატორთან მომსახურების საზღაურთან
დაკავშირებით, მათ ეს შეკითხვები უნდა დასვან თანხის გადახდიდან არაუგვიანეს 20
დღისა.
3.4. საზღაურის გადახდა უნდა მოხდეს პლასტიკური ბარათით კომუნიკატორის ვებგვერდის
www.communicator.ge –ს ფუნქციონალის გამოყენებით ან საბანკო გადარიცხვით – თანხის
უშუალოდ კომუნიკატორის ანგარიშზე ჩარიცხვით.
3.5. ყველა საბანკო ხარჯი უნდა გასწიოს კლიენტმა/წევრმა.
3.6. საზღაურის გადახდის ვადის დაგვიანების შემთხვევაში კომუნიკატორს შეუძლია
კლიენტს დაარიცხოს პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,5%–მდე ოდენობით ყოველი
ვადაგადაცილებული დღისათვის.
3.7. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების თანხა არ იქნება გადახდილი დადგენილი
დროისათვის, და გადაუხდელობა გადაჭარბებს 30 დღეს ან კომუნიკატორის მიერ
გაფრთხილების წერილით მიცემულ ვადას, კომუნიკატორს შეუძლია: 1) შეუზღუდოს კლიენტს მომსახურებით სარგებლობა და არ გადასცეს
კლიენტს მისთვის განკუთვნილი ფოსტა, გარდა კომუნიკატორის მომსახურების შემსყიდველი სხვა კლიენტ(ებ)ისაგან მიღებული ფოსტისა, მანამ სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება; ან
2) შეწყვიტოს მომსახურების გაწევა, თუ მომსახურების მიმღები მხოლოდ ერთი კლიენტია. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განახორციელა ერთზე მეტმა კლიენტმა, კომუნიკატორის მომსახურების საზღაური შეიძლება გადაიხადოს ამ მხარეებიდან ერთ–ერთმა, და ამ შემთვევაში მომსახურების გაწევა არ შეწყდება.
მუხლი 4. კომუნიკატორის უფლებები და პასუხისმგებლობა
4.1. კომუნიკატორი არ აგებს პასუხს კლიენტისათვის/წევრისათვის მიყენებული ნებისმიერი
ზიანისათვის რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მექანიკური დაზიანების, სისტემის
მექანიკური გათიშვის, შეფერხების, თანამშრომელთა შეცდომის, იმ ბიზნესცენტრთან
(ოფისის მესაკუთრესთან) ხელშეკრულების შეწყვეტით რომლის შესაბამისადაც კლიენტი
სარგებლობს რეგისტრირებული ოფისის მომსახურებით, გარდა იმ შემთვევებისა როცა ეს
გამოწვეულია კომუნიკატორის (მისი თანამშრომლების) განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ან დაუდევრობის შედეგად.
4.2. კომუნიკატორი ასევე არ არის პასუხისმგებელი არცერთი ვალდებულების
დარღვევისათვის, მანამ სანამ კლიენტი არ აცნობებს ამის შესახებ კომუნიკატორს და არ
მისცემს გონივრულ ვადას ვალდებულების შესასრულებლად. კლიენტი ასევე აცხადებს
თანხმობას, რომ კომუნიკატორი არ იქნება პასუხისმგებელი არც ერთი დანაკარგისათვის, ზიანისათვის რომელიც შესაძლოა იყოს გამოწვეული ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მისგან გამომდინარე, ან ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული მომსახურებიდან
გამომდინარე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამგვარი ზიანი კომუნიკატორის (მისი თანამშრომლების) განზრახი
მოქმედების ან უხეში გაუფრთხილებლობის ან დაუდევრობის პირდაპირი შედეგია.
4.3. კომუნიკატორი ნებისმიერ შემთხვევაში არ იქნება პასუხისმგებელი კლიენტის მიერ
მიუღებელ შემოსავალზე, ბიზნესდანაკარგებზე, გადამეტებულ ხარჯებზე, მესამე პირის
მოთხოვნებზე და სხვა ნებისმიერ არაპირდაპირ ზიანზე.
4.4. კომუნიკატორი ურჩევს კლიენტს დაზღვიოს ყველა ზემოაღნიშნული ზიანი, დანაკარგი, ხარჯი, პასუხისმგებლობა.
4.5. კომუნიკატორი შეეცდება წინასწარ აცნობოს კლიენტს/წევრს როცა ის აპირებს სისტემის
შემოწმებას, განახლებას, ან სხვა სამუშაოებს რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეფერხება
მომსახურების გაწევაში, გარდა მიმდინარე ინსპექტირების, გასუფთავების, მოვლის
სამუშაოებისა.
4.6. კომუნიკატორი გამოიყენებს ყველა გონივრულ ღონისძიებას კლიენტთან შეუფერხებელი
და მოწესრიგებული კომუნიკაცის უზრუნველსაყოფად.
4.7. კომუნიკატორს არ წარმოეშობა არანაირი პასუხისმგებლობა კლიენტის/წევრის წინაშე
კომუნიკატორის თანამშრომლის ან აგენტის მოქმედებისათვის, შეცდომისათვის, გაუფრთხილებლობისათვის, დროის გაჭიანურებისათვის, ვალდებულების
შეუსრულებლობისათვის იქნება ის დაკავშირებული ხელშეკრულებასთან თუ დელიქტთან. 4.8. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ–ერთი მომსახურების
შესყიდვასთან ერთად კლიენტი კომუნიკატორს აძლევს უფლებამოსილებას, გამოითხოვოს
სახელმწიფო ორგანოებიდან, მათ შორის სიპ სამოქალაქო რესტრის საგენტოსგან, მის
შესახებ პერსონალური მონაცემები მათი გადამოწმების მიზნით.
4.9. საპროცესო აგენტის მომსახურების შესყიდვისას, კლიენტის შესახებ მიღებული
ინფორმაცის ამ მუხლის 4.8–ე პუნქტის შესაბამისად გადამოწმების შედეგად თუ
დადგინდება რეგისტრირებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას შორის არათავსებადობა, კლიენტი აძლევს კომუნიკატორს უფლებამოსილებას იმ ხელშეკრულების მეორე მხარეს, რომელი ხელშეკრულებითაც იქნა გათვალისწინებული საპროცესო აგენტის მომსახურება, მიაწოდოს ინფორმაცია არათავსებადი მონაცემების შესახებ.
4.10. კომუნიკატორსა და კლიენტ(ებ)ს შორის მომსახურების შესყიდვაზე შეთანხმებით შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას ამ პირობებისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობის წესი.
მუხლი 5. კლიენტის უფლებები და პასუხისმგებლობა
5.1. კლიენტს უფლება აქვს მიღოს მომსახურება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული
წესითა და პირობებით.
5.2. ბრენდი ,კომუნიკატორი“, ასევე ,საპროცესო აგენტი“ და ლოგო წარმოადგენს
კომუნიკატორის საკუთრებას და კლიენტი ვალდებულია არ გამოიყენოს კომუნიკატორის
ბრენდი, სახელი, ლოგო, იმიჯი ნებისმიერ დოკუმენტსა და პუბლიკაციაში, მათ შორის
ინტერნეტში, კომუნიკატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
5.3. კლიენტმა რეგისტრირებული ოფისი უნდა გამოიყენოს მხოლოდ
ბიზნესაჭიროებებისათვის, ბიზნესთან დაკავშირებული კომუნიკაცისათვის.
5.4. კლიენტმა რეგისტრირებული ოფისი არ უნდა გამოიყენოს შეხვედრებისათვის, სხდომებისათვის, თანამშრომლების, პარტნიორების ან სტუმრების მისაღებად, ასევე იმ
ბიზნესის იურიდიულ მისამართად, რომლის არსიც კომუნიკატორის საქმიანობის მსგავსია
და კონკურენციაში მოდის მასთან.
5.5. კლიენტმა რეგისტრირებული ოფისი არ უნდა გამოიყენოს საოფისე მიზნებისათვის, თუ
ამაზე არა აქვს კომუნიკატორის წინასწარი წერილობითი თანხმობა. საოფისე მიზნებისათვის
რეგისტრირებული ოფისის გამოყენებისათვის შესაძლებელია დადგენილი იყოს
განსხვავებული ტარიფი.
5.6. კლიენტს არა აქვს უფლება გამოიყენოს რეგისტრირებული ოფისი სტანდარტული
სამუშაო დროის გარეთ, გარდა სპეციალურად კომუნიკატორთან შეთანხმებული
განსაკუთრებული შემთხვევებისა.
5.7. კლიენტის ვალდებულება გადაიხადოს მომსახურების საზღაური და ხარჯები და
შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულებაში გაწერილია როგორც
კლიენტის ვალდებულება.
5.8. კლიენტმა რეგისტრირებულ ოფისში არ უნდა გაგზავნოს ან მიტანოს, ან გამოიწვიოს
სხვა პირის მიერ მიტანა ან გაგზავნა მავნე, ზიანის მომტანი, ცოცხალი, მალფუჭებადი, დიდი
მოცულობის ნივთები.
5.9. კლიენტის პასუხისმგებლობა დაზღვიოს რეგისტრირებულ ოფისში მიტანილი მისი
ქონება.
5.10. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მისი მოქმედების დასრულებიდან 6 თვის
განმავლობაში კლიენტი ვალდებულია კომუნიკატორის თანამშრომლებთან არ
ითანამშრომლოს და არ შესთავაზოს სხვა სამუშაო ადგილი. თუ ამ ვალდებულებას
დარღვევს, კომუნიკატორს შეუძლია მოსთხოვოს კლიენტს პირგასამტეხლოს გადახდა
შესაბამისი თანამშრომლ(ებ)ის წლიური ხელფასის ოდენობით.
5.11. კლიენტი ვალდებულია მიაწოდოს კომუნიკატორს სულ ცოტა ორი საიდენტიფიკაციო
დოკუმენტის სკანირებული ასლი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კერძოდ პირადობის
მოწმობა, პასპორტი, სარეგისტრაციო დოკუმენტი, მართვის მოწმობა, ან კომუნალური
გადასახადის ქვითარი, კომუნიკატორის მოთხოვნის მიღებიდან 14 დღის ვადაში. ამ ვადაში
დოკუმენტაცის წარუდგენლობის შემთხვევაში, კომუნიკატორი წყვეტს მომსახურებას და
კლიენტს გადახდილი საზღაური არ უბრუნდება თუ კლიენტ(ებ)თან ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს მასზე კლიენტის დათანხმების მომენტიდან ან
რომელიმე მომსახურების შესყიდვის მომენტიდან მანამ, სანამ კლიენტს აქვს შესყიდული
მომსახურება და არ გაუქმებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.
6.2. კომუნიკატორს, თუ კლიენტ(ებ)თან ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ კლიენტის
გაფრთხილებით, თუ:
6.2.1. კლიენტი გაკოტრდა, მოხდა მისი ლიკვიდაცია ან კლიენტი ვერ იხდის მომსახურების
საფასურს;
6.2.2. კლიენტი არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას რომლის
გამოსწორებაც მას არ ძალუძს ან არ გამოასწორა კომუნიკატორის გაფრთხილების მიღებიდან
7 დღის განმავლობაში.
6.3. თუ კომუნიკატორი ვერ შეძლებს რეგისტრირებული ოფისის მომსახურების
განხორციელებას რომელიმე ბიზნეს ცენტრში, ამ ბიზნესცენტრთან ხელშეკრულების
შეწყვეტის ან სხვა მიზეზის გამო, კლიენტი ანაზღაურებს მხოლოდ რეგისტრირებული
ოფისის მომსახურების დასრულებამდე პერიოდის საზღაურს. კომუნიკატორი ვალდებულია, ამავდროულად ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, სხვა ბიზნეს ცენტრში
რეგისტრირებული მისამართის მომსახურება შესთავაზოს კლიენტს.
6.4. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდება ამ მუხლის 6.2.–ე პუნქტით
გათვალისწინებული რომელიმე გარემოების საფუძველზე, კლიენტი ვალდებულია
გადაიხადოს მომსახურების საზღაური მთელი იმ პერიოდისათვის რა პერიოდითაც უნდა
ეარსება ხელშეკრულებას, ამასთან კლიენტი ვალდებულია აუნაზღაუროს კომუნიკატორს
დამატებითი ხარჯები.
6.5. როცა ხელშეკრულება დასრულდება, კლიენტის ვალდებულება შეატყობინოს
საზოგადოებას, მესამე პირებს, იმ სახელმწიფო დაწესებულებებს სადაც იყენებდა
რეგისტრირებულ ოფის ანდა ელექტრონული ფოსტის მისამართს, რომ კომუნიკატორთან
მომსახურების ხელშეკრულება დასრულდა და ის არ სარგებლობს ამ ხელშეკრულების
ფარგლებში მიღებული კონკრეტული მომსახურებებით (რეგისტრირებული ოფისით, ელექტრონული ფოსტის მისამართით). კომუნიკატორს შეუძლია დაუბრუნოს გამომგზავნს
ნებისმიერი საფოსტო შეტყობინება/წერილი, რომელსაც მიღებს რეგისტრირებულ ოფისზე, რომლით სარგებლობის მომსახურებაც დასრულებულია. კლიენტი ადასტურებს, რომ
კომუნიკატორს არ ექნება არანაირი პასუხისმგებლობა კლიენტის წინაშე ნებისმიერი ასეთი
დაბრუნებული ფოსტისათვის.
მუხლი 7. კომუნიკატორის პასუხისმგებლობის ფარგლები
7.1. თუ კომუნიკატორსა და კლიენტს შორის ხელშკერულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაში შეფერხებებისათვის
კომუნიკატორს კლიენტის წინაშე არ წარმოეშობა პასუხისმგებლობა, თუ ეს შეფერხება
გამოწვეულია კომუნიკატორის დამფუძნებლების, დირექტორების, თანამშრომლების, აგენტების, წარმომადგნლების, მასთან დაკავშირებული პირების გაუფრთხილებლობისა და
შეცდომისათვის. ნებისმიერ შემთვევაში კომუნიკატორის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება
შესაბამისი მომსახურებისათვის შეფერხების პერიოდში კლიენტის მიერ გადახდილი
საზღაურის ოდენობით.
7.2. ამ მუხლის 7.1. პუნქტიდან გამომდინარე კლიენტი ცალსახად და ნათლად უარს ამბობს
კომუნიკატორს წაუყენოს მოთხოვნა ნებისმიერი მიუღებელი შემოსავლისათვის, ბიზნესის
დაკარგვისათვის, ან ნებისმიერი სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანის ანაზღაურებაზე
რაც შესაძლოა მოჰყვს მომსახურების შეფერხებას, შეცდომებს მომსახურების გაწევაში, ან
მომსახურების შეწყვეტას, თუ კომუნიკატორსა და კლიენტს შორის ხელშკერულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
მუხლი 8. ზოგადი დებულებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულება არ წარმოადგენს იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულებას და
კლიენტისათვის არ წარმოშობს არანაირ სანივთო უფლებას უძრავ ქონებასთან
დაკავშირებით. რეგისტრირებული ოფისის მომსახურება წარმოადგენს სახელშეკრულებო
ურთიერთობას, სადაც უძარვი ქონება წარმოადგენს კომუნიკატორის საკუთრებას ან მის
მიერ იჯარით აღებულ ფართს, და კომუნიკატორი იღებს ვალდებულებას გაუწიოს კლიენტს
მომსახურება რეგისტრირებული ოფისის მისამართზე ფოსტის მიღებისა და კლიენტისათვის
გადაცემასთან დაკავშირებით ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
8.2. ნებისმიერი კომუნიკაცია მხარებს შორის უნდა წარმოებდეს წერილობითი ფორმით
ხელშეკრულებაში მითითებულ კომუნიკატორის მისამართზე და მეორეს მხრივ, კლიეტის
მიერ სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ მისამართზე ან კომუნიკატორისათვის
მიწოდებულ სხვა მისამართზე წერილის გაგაზავნით. შესაძლებელია კომუნიკაცია
განხორციელდეს ელექტრონული ფოსტითაც. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ
შეატყობინებს კომუნიკატორს ახალი მისამართის შესახებ, სარეგისტრაციო განაცხადში
მითითებულ მისამართზე გაგზავნილი ფოსტა ითვლება ჩაბარებად მიუხედავად იმისა
მიღებს თუ არა მას ადრესატი.
8.3. კლიენტს არა აქვს უფლება წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და
ვალდებულებები გადასცეს მესამე პირ(ებ)ს.
8.4. კომუნიკატორს მხოლოდ კლიენტის თანხმობით აქვს უფლება წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები
და ვალდებულებები გადასცეს მესამე პირებს.
8.5. ნებისმიერი დავა წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან
დაკავშირებით განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს
შპს ,დავების განმხილველ ცენტრს“ (www.drc-arbitration.ge), რომელიც დავას განიხილავს
მისი დებულების შესაბამისად, თუ კომუნიკატორსა და კლიენტს შორის ხელშეკრულება დავების განხილვის სხვა წესს არ ითვალისწინებს.
8.6. წინამდებარე ხელშეკრულებაზე კლიენტის დათანხმებით (რაც დასტურდება
კომუნიკატორის ვებგვერდზე www.communicator.ge შესაბამისი პროცედურების გავლით, მომსახურების მიღებით, ან სხვა თანაბარი მნიშვნელობის მქონე ქმედებით), ხელეშეკრულება
დადებულად ითვლება კომუნიკატორსა და კლიენტს შორის.
8.7. წინამდებარე მომსახურების პირობები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკატორსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება განსხვავებულ პირობებს არ ითვალისწინებს.